მაია სანდუმ რომც თქვას, რომ აბა გადავწყვიტოთ და შევუერთდეთ რუმინეთსო, ასე ადვილი არ არის. იქ მთელი რიგი მონაცემებია, რომელიც არც რუმინეთისთვისაა მისაღები, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „დღის ქრონიკაში“.
დეპუტატი მაია სანდუს იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ემხრობა მოლდოვის რუმინეთთან შეერთებას.
„შალვა პაპუაშვილს ჰქონდა ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი. ძალიან სწორი შეფასება გააკეთეს [თანაგუნდელებმა]. ქვეყნის კონსტიტუციაზე უარის თქმა არის თემა, რომელიც ახასიათებს იმ რეალობას, რომელიც მაია სანდუმ კი არ განაპირობა, ვითარებამ, რომლის შექმნაში ლომის წვლილი აქვს ბრიუსელს – ფონ დერ ლაენია, კაია კალასი, თუ კოსი. კუბილიუსის სულელური განცხადებები მოვისმინეთ დღეს.
ვიღაცას ჰქონია, რომელიმე კომისარი თავზე ხელს გადაუსვამს და მოლდოვა ევროკავშირის წევრი გახდება. ასე არ არის. კორუფციის თვალსაზრისით, ეკონომიკის, სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, მოლდოვა ჩამორჩენილი ქვეყანაა. აბსოლუტურად არ ვამბობ ამას ნიშნისმოგებით. მაია სანდუმ რომც თქვას, რომ აბა გადავწყვიტოთ და შევუერთდეთ რუმინეთსო, ასე ადვილი არ არის. იქ მთელი რიგი მონაცემებია, რომელიც არც რუმინეთისთვისაა მისაღები. უამრავი ადამიანი ცხოვრობს მოლდოვაში, რომელიც ამას მხარს არ უჭერს.

