რთული იქნება ამერიკულ-ევროპული ურთიერთობების გამოსწორება, მითუმეტეს ბოლოდროინდელი ტენდენციების გათვალისწინებით, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ეს ურთიერთობები დაუბრუნდება ძველ ნიშნულს, – განაცხადა „ქრონიკასთან“ განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძემ.
დეპუტატი გამოეხმაურა დონალდ ტრამპის მხრიდან ევროკავშირის მორიგ ღია კრიტიკასა და მოწოდებას, საერთაშორისო ორგანიზაციის ფორმაში ჩადგომის შესახებ.
„ბოლო დროს ამერიკის ხელისუფლება სულ უფრო და უფრო ხშირად აკრიტიკებს ევროკავშირს სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის სიტყვის თავისუფლების ჩახშობისთვის, მიგრაციული პოლიტიკისთვის, არასაკმარისი თანხების გამოყოფისთვის უსაფრთხოების საკითხებზე. საკმაოდ რთული იქნება ამერიკულ-ევროპული ურთიერთობების გამოსწორება, მითუმეტეს ბოლოდროინდელი ტენდენციების გათვალისწინებით, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ეს ურთიერთობები დაუბრუნდება ძველ ნიშნულს“, – აღნიშნა სამხარაძემ.

