საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წელი ტურიზმის ინდუსტრიისთვის რეკორდული იყო მიღებული შემოსავლების კუთხით.
უწყების ცნობით, გასულ წელს მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლები წლიურად 6.0%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა – 4,690.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
„2025 წლის მეოთხე კვარტალში მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 9.2%-ით გაიზარდა და 1,052.4 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.
2025 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ისრაელიდან (34.3%-ით და 586.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა), ევროკავშირიდან (15.6%-ით – 660.4 მლნ აშშ დოლარი), აზერბაიჯანიდან (32.5%-ით – 223.3 მლნ აშშ დოლარი), საუდის არაბეთიდან ( 15.8%-ით – 141.3 მლნ აშშ დოლარი), სომხეთიდან (7.7%-ით – 169.5 მლნ აშშ დოლარი), უკრაინიდან (5.9%-ით – 157.6 მლნ აშშ დოლარი)“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
