ჩვენს შემთხვევაში, როდესაც მწარმოებლები დამოკიდებულები ვართ საცალო ქსელებზე, მათთან რეალიზაციის თვალსაზრისით, ეს არის მათთან ჩვენი ურთიერთობის პრობლემა, ანუ ის პირობები, რასაც ისინი აყენებენ იმისთვის, რომ ჩვენი პროდუქტი განვათავსოთ მათთან თაროებზე, – განაცხადა „ემბისი ჯორჯიას“ დირექტორმა ალექსანდრე რატიშვილმა სასურსათო ფასებთან დაკავშირებით პრემიერთან შეხვედრის შემდეგ.
მისი თქმით, საჭიროა პარტნიორული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა.
„ძალიან მძიმე პირობებია, ეს არის „ქეშბექი“, შესვლის გადასახადი, გადახდის ვადები და ა.შ. საუბარია პარტნიორულ, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე და არა მხოლოდ ერთი მხარის ინტერესის დაკმაყოფილებაზე, მეორის გაკოტრების და მუდმივად ზარალზე ყოფნის ხარჯზე. ჩემი 30-წლიანი ბიზნეს გამოცდილების პირობებში პირველად ხდება, როდესაც პრემიერის დონეზე, მისი პირველივე ინტერვიუს შემდეგ აქტიურ ქმედებას ვხედავთ დღევანდელი შეხვედრის ჩათვლით“, – აღნიშნა ალექსანდრე რატიშვილმა.
