სლოვენია 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენების აკრძალვას გეგმავს. ქვეყნის ვიცე-პრემიერის, მატეი არკონის მიერ გავრცელებული ცნობით, შესაბამისი კანონპროექტი უკვე მზადდება და მას განათლების სამინისტრო სხვა ქვეყნების გამოცდილების საფუძველზე ამზადებს, რომლებმაც ეს ნაბიჯი უკვე გადადგეს.
პრემიერის თქმით, ბავშვებისა და მოზარდების დაცვის მიზნით შექმნილი კანონის შემუშავებაში ექსპერტებიც ჩაერთვებიან.
კომენტარები
