იბერიის ნახევარკუნძულს შტორმი „ლეონარდო“ დაატყდა თავს და ძლიერი წყალდიდობა გამოიწვია. სტიქიამ ქაოსი შექმნა ესპანეთის ანდალუსიის რეგიონში.
მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა სევილიაშიც, გრასამელეში კი საკანალიზაციო სისტემამ წყლის ნაკადს ვერ გაუძლო. წყალი შადრევანივით ამოდის ჭებიდან და ტრაპებიდან, რის გამოც ასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
ვრცელდება ცნობები რამდენიმე დაღუპულის შესახებ.
კომენტარები
