მინდა მადლობა გადავუხადო ირაკლი კობახიძეს, რომელმაც ის პროცესები, რომლებიც მიდის უნივერსიტეტში, სწორედ უნივერსიტეტების წიაღიდან დაინახა, – ასე შეაფასა „ქრონიკასთან“ თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „რეგიონში ერთ-ერთ დიდ, მძლავრ ტექნიკურ-ტექნოლოგიურ უმაღლეს დაწესებულებად ჩამოყალიბების შესახებ”.
„ამ საკითხს ორ ნაწილად გავყოფდი – ერთი, რას მისცემს ეს რეფორმა სტუდენტებს და მეორე – ეს რეფორმა რას აძლევს ქვეყანას.
პირველ შემთხვევაში ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, რომ არის ტრადიციული სკოლები, რომლებიც ჩამოყალიბებულია საქართველოში, ამ შემთხვევაში თსუ-ში, ეს არის იგივე იურიდიული მეცნიერება, ჰუმანიტარული მეცნიერება, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მიმართულებით ფუნდამენტური მეცნიერებები, რომლებიც ტრადიციულად ვითარდება უნივერსიტეტის წიაღში, ამიტომაც, რა თქმა უნდა ის სტუდენტები, რომლებიც ამ მიმართულებას აირჩევენ თსუ შეძლებს მისცეს თანამედროვე განათლება.
მეორე არის ის, რომ თვითონ ქვეყნისთვისაც მოხდება მკვეთრად გამიჯვნა, რომ ტექნოლოგიური მიმართულებით განვითარდეს ერთ კონკრეტულ უნივერსიტეტში, რაც არის სტუ და ფუნდამენტური მეცნიერებები განვითარდეს თსუ-ში. რა თქმა უნდა ესეც არის ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ამას ემსახურება ეს რეფორმა.“, – აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.
