შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურს შალვა მაღლაკელიძე უხელმძღვანელებს.
სამსახურის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი შინაგან საქმეთა მინისტრმა გელა გელაძემ წარუდგინა და მას წარმატებული საქმიანობა უსურვა.
გელა გელაძემ მოადგილესთან, მარიამ ტაბატაძესთან და შალვა მაღლაკელიძესთან ერთად ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და არსებული საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
კომენტარები
