12 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ გამოაცხადა, რომ უკრაინას, საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, დამატებით გადასცემს მრავალფუნქციურ რაკეტებს. საუბარია ათას ერთეულ იარაღზე.
ამ ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ში აქვეყნებს.
ამგვარად, ლონდონი კიევს ბელფასტში წარმოებულ მსუბუქ მრავალფუნქციურ რაკეტებს (LMM) მიაწვდის. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დარწმუნებულია, რომ ეს იარაღი უკრაინის თავდაცვის ძალებს დაეხმარება, დაიცვას უკრაინის ინფრასტრუქტურა რუსეთის ფედერაციის მხრიდან რაკეტებით და დრონებით თავდასხმების დროს.
ერთი დღით ადრე კი, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა, ჯონ ჰილიმ განაცხადა, რომ ლონდონი კიევს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, 500,000 ფუნტ სტერლინგს (681.4 მლნ აშშ დოლარი) გამოუყოფს.
https://suspilne.media/1238464-velika-britania-peredast-ukraini-tisacu-bagatocilovih-raket-ppo/
