ევროპარლამენტარმა ტიერი მარიანიმ გადაცემაში „იმედის კვირა“ ევროკავშირის რეალურ პოლიტიკასა და მიდგომებზე ისაუბრა. ევროკომისიასთან დაკავშირებით მარიანიმ აღნიშნა, რომ ის საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს აგონებს.
„თქვენ უნდა იცოდეთ, თუ როგორ მუშაობს ევროკავშირი სინამდვილეში. ბრიუსელში თუ მოხვდებით, ქალაქში ყველგან დაინახავთ წარწერებს დემოკრატიის შესახებ. მიუხედავად ამისა, ევროკომისია ხშირად მაგონებს საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს. ყველას მაგიერ, 27 ადამიანი 5 წლის განმავლობაში იღებს გადაწყვეტილებას, თუ ეთანხმები ამ თანამედროვე პოლიტბიუროს პოლიტიკას, მაშინ მათი მხარდაჭერა შენია, ფული და კეთილგანწყობა. იმ შემთხვევაში კი, თუ პოლიტიკის წარმოებას სამშობლოს ინტერესებით აპირებ, დიდი გამოწვევები გელის წინ“, – განაცხადა ტიერი მარიანიმ.
ევროპარლამენტარმა ქართველი დიპლომატებისთვის დიპლომატიური ვიზების შეჩერების რეალურ გზავნილზეც ისაუბრა.
„ქართველი დიპლომატებისთვის დიპლომატიური ვიზების შეჩერება გახლავთ გზავნილი, ასევე მცდელობა რომ მოსახლეობაში სახელი გაუფუჭონ საქართველოს ხელისუფლებას, ზუსტად იმავეს ვხედავთ უნგრეთის მიმართაც, ევროკომისია მკაფიოდ აცხადებს ამ გზით რომ თუ უნგრეთი კიდევ ერთხელ აირჩევს ვიქტორ ორბანს, ეს ქვეყანა ფულს დაკარგავს“, – განაცხადა მარიანიმ.
