გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.
ცენტრის დირექტორმა თამთა დევდარიანმა საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ცენტრის ხელმძღვანელმა გარემოსდაცვითი ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე, პროგრამებზე ისაუბრა, მათ შორის, საგანმანათლებლო, ახალგაზრდულ და პროფესიულ მიმართულებებზე.
მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა როგორც მიმდინარე, ასევე უკვე დასრულებულ საგრანტო პროექტებსა და მათ მნიშვნელობაზე გარემოსდაცვითი ინფორმაციის გავრცელებისა და განათლების ცენტრის განვითარების პროცესში.
კომენტარები
