ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში პოსტა აქვეყნებს.
”სულხან თამაზაშვილი სწორედ იმ სამთავრობო გუნდის წევრია, რომელმაც აღნიშნულ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება დაადგინა.
დანაშაულის ჩამდენი პირები დაკავებულნი არიან მისი, როგორც თბილისის პოლიციის ხელმძღვანელის, პერიოდში. ამავე პერიოდში აღნიშნული დანაშაულის ორგანიზატორებს სხვა დანაშაულის ჩადენისთვისაც წარედგინათ ბრალი.
ეს ფაქტები ცალსახად გამორიცხავს თამაზაშვილის მხრიდან ბრალდებულების მფარველობას.
შესაბამისად, მსჯავრდებული ყოფილი პოლიციელის მიერ ოპოზიციურ მედიაში გავრცელებული წერილი მხოლოდ ბრაზის კვალია და კიდევ ერთხელ გვახსენებს ანდაზას – „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“.”

კომენტარები
