რა კავშირი აქვს ესტონეთის საელჩოს ილიას უნივერსიტეტის შიდა პროცესებთან – დიპლომატიურმა უწყებამ „ფეისბუკის“ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ესტონეთის ჯერ კიდევ მოქმედი ელჩი, მისი დროებითი რწმუნებული და ილიას უნივერსიტეტის რექტორი დგანან. ფოტოს აქვს წარწერა – „ჩვენ ილიას უნივერსიტეტის გვერდით ვდგავართ“.
ესტონეთის საელჩოს სოლიდარობას მმართველი გუნდი დესტაბილიზაციის მცდელობას უწოდებს და წარმომადგენლობას ურჩევს, რომ ჯობდა, მათივე გამოცდილებით ის ეჩვენებინათ, როგორ უნდა მოხდეს განათლების რეფორმა.
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ესტონეთს საქართველოდან ელჩი სომხეთში გადაჰყავს, თბილისში კი დროებით რწმუნებულს ტოვებს.
კომენტარები
