საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი 23 თებერვალს დაესწრება ჟენევაში, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
კომენტარები
