„ეს ჩვენს „აკაცუკებს“ ჰგონიათ, რომ ესტონეთის ხელისუფლება საქართველოს ინტერესებით მოქმედებს. ეს დააჯერეს მათ, დაარეგისტრირეს ესტონეთში, მისცეს ფული და დადიან ახლა ესტონეთის დროშებს აფრიალებენ, რომ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურმე საქართველოს ინტერესებით მოქმედებს“, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, ამ დონეზე მიიყვანეს ყალბი გლობალისტური იდეებით, რომ თითქოს სხვა ქვეყნის ხელისუფლებები მეორე ქვეყნის ერების ინტერესებით მოქმედებენ.
„ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ დაარქვა ყველაფერს თავისი სახელი. დაარქვა ის, რაც ყოველთვის იყო ისტორიაში, რომ ყველა სახელმწიფო მოქმედებს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე.
ეს ჩვენს „აკაცუკებს“ ჰგონიათ, რომ ესტონეთის ხელისუფლება საქართველოს ინტერესებით მოქმედებს. ეს დააჯერეს მათ, დაარეგისტრირეს ესტონეთში, მისცეს ფული და დადიან ახლა ესტონეთის დროშებს აფრიალებენ, რომ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურმე საქართველოს ინტერესებით მოქმედებს. აი, ამ დონეზე მიიყვანეს ყალბი გლობალისტური იდეებით, რომ თითქოს სხვა ქვეყნის ხელისუფლებები მეორე ქვეყნის ერების ინტერესებით მოქმედებენ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
