იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც პრეზიდენტმა გაგვიზიარა მილანში, ოლიმპიადის წინ არსებულ შეხვედრებზე, გარკვეული შეხედულება და მოსაზრება შეერთებული შტატების მოქმედ ადმინისტრაციას გააჩნია საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა”.
დეპუტატის თქმით, აშშ საქართველოსთან მიმართებით მომდევნო ნაბიჯების გადადგმას ელოდება.
„იცით, რომ ქალბატონი ლუნა რესპუბლიკელი კონგრესმენია და ის მოიაზრება, როგორც დონალდ ტრამპის გუნდის წევრი, მისი შეხედულებების და სახელისუფლებო წიაღსვლების გამზიარებელი. ბუნებრივია, მარტო ამ ფორუმზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ. მას წინ უძღოდა ცალკეული შეხვედრები, იყო ეს მილანის ოლიმპიადის გახსნის წინ შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის და აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის, ისევე, როგორც სახელმწიფო მდივნის შეხვედრა. ეს იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვიზიტი აშშ-ში. ცალკეული მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტი ასევე აშშ-ში.
მოკლედ, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც პრეზიდენტმა გაგვიზიარა მილანში ოლიმპიადის წინ არსებულ შეხვედრებზე, გარკვეული შეხედულება და მოსაზრება შეერთებული შტატების მოქმედ ადმინისტრაციას გააჩნია საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით. ჯერ მარტო ის ფაქტი, რომ აი რამდენი მოვლენა ხდება ჩვენს გარშემო, რამდენი საკითხია და მათ შორის საქართველოც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოვლენათა ეპიცენტრშია, აქამდე პრაქტიკულად შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას არ გამოუთქვამს თავისი მოსაზრება, არ შეხებია საქართველოს საკითხს. ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოსთან მიმართებით მოთმინების რეჟიმით ველოდებით როგორც ჩვენ, ისე თვითონ, რომ რაღაც მომდევნო ნაბიჯები გადაიდგას. ეს იძლევა იმის იმედს, მაღალ ალბათობას, რომ ურთიერთსასარგებლო საწყისებზე ორი ქვეყნის ურთიერთობა გადაიტვირთოს და თავიდან დაიწყოს“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
