რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის ერთობლივი იერიშების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ირანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა.
რუსეთის საგარეოს განცხადებით, აბას არაღჩისთან საუბრისას ლავროვმა დაგმო “ირანზე აშშ-სა და ისრაელის არაპროვოცირებული შეიარაღებული თავდასხმა”.
სამინისტროს მიხედვით, თავის მხრივ, არაღჩიმ ლავროვს უთხრა, რომ “აშშ-სა და ისრაელის აგრესიამ ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებები ჩაშალა.”
სამთავრობო TASS-ის ცნობით, არაღჩიმ ასევე მოითხოვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის დაუყოვნებლივ გამართვა.
კომენტარები
