მოსკოვი ირანის გარშემო არსებული სიტუაციის “პოლიტიკურ-დიპლომატიური მოგვარების კალაპოტში” დაუყოვნებლივ დაბრუნებას მოითხოვს და, როგორც ადრე, მზადაა ხელი შეუწყოს საერთაშორისო სამართლის საფუძველზე მშვიდობიანი გადაწყვეტილებების ძიებას. ამის შესახებ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის საგარეო უწყებაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ რუსეთი, ისევე როგორც ადრე, მზად არის დახმარება გაუწიოს “საერთაშორისო სამართალზე, ინტერესთა ბალანსსა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული მშვიდობიანი გადაწყვეტილებების” ძიებისკენ მიმართულ ძალისხმევას.
სამინისტროში განაცხადეს, რომ აშშ-ისა და ისრაელის დაუფიქრებელი სამხედრო აგრესია ირანის მიმართ არაპროვოცირებულია.
“მსოფლიო წესრიგის საერთაშორისო-სამართლებრივ საფუძვლებზე, რომელთა შორისაა – შიდა საქმეებში ჩაურევლობა, ძალის გამოყენებაზე ან ძალის გამოყენების მუქარაზე უარის თქმა და საერთაშორისო დავების მშვიდობიანი მოგვარება, აშშ-ს ადმინისტრაციის მიერ ბოლო თვეების განმავლობაში დესტაბილიზაციის გამომწვევი სერიული დარტყმები განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს” – წერია სამინისტროს განცადებაში.
