გამოცემა Iran International-ის თანახმად, აშშ-ისრაელის იერიშების შედეგად მოკლულია ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და აიათოლა ალი ხამენეის უფროსი მრჩეველი, ალი შამხანი.
მანამდე, გამოცემა CNN-თან საუბრისას ისრაელელმა წყაროებმა თქვეს, რომ იერიშების სამიზნეებს წარმოადგენდნენ, მათ შორის, ალი შამხანი, ალი ხამენეი, ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი, შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი აბდულრაჰიმ მუსავი და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი, ალი ლარიჯანი.
პარალელურად, გამოცემა Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ისრაელის იერიშების შედეგად მოკლულია ირანის თავდაცვის მინისტრი, აზიზ ნასირზადე და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური, გენერალი მოჰამედ პაკპური.
ამასთან, ისრაელის მეთორმეტე არხი გავლენიან ისრაელელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ისრაელის შეფასებით, იერიშების შედეგად აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია. ისრაელი ინფორმაციის საბოლოო დადასტურებას ელოდება.
