ირანის სახელმწიფო ტელევიზია ადასტურებს, რომ ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ლიკვიდირებულია.
მედიამ ირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს განცხადება გამოაქვეყნა, რომელიც ხამენეის დაღუპვას ოფიციალურად ადასტურებს და ამაში აშშ-სა და ისრაელს ადანაშაულებს.განცხადებაში ნათქვამია, რომ ხამენეის “მოწამეობრივი სიკვდილი მჩაგვრელების წინააღმდეგ ბრძოლაში აჯანყების დასაწყისი იქნება“.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია შაბათს დილით თავდასხმისას დედაქალაქ თეირანში, საკუთარ რეზიდენციაში განხორციელდა.
მედიაში ხამენეის განადგურებული რეზიდენციის კადრები ვრცელდება.


კომენტარები
