პაკისტანში, კარაჩიში 500-მდე ადამიანი აშშ-ის საკონსულოში შეიჭრა, მას შემდეგ, რაც რამდენიმე საათით ადრე აშშ-სა და ისრაელის თავდასხმის შედეგად ირანის აიათოლა ალი ხამენეი დაიღუპა.
Associated Press-ი პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აქციაში მუსლიმი შიიტები მონაწილეობდნენ.
პოლიციამ და სამხედროებმა დემონსტრანტების დასაშლელად ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, – განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა მოჰამად ჯავადმა. მისივე თქმით, შეტაკებების შედეგად სულ მცირე ერთი დემონსტრანტი მოკლულია, რამდენიმე ადამიანი კი დაშავდა. ირანული მედიის მონაცემებით, დაღუპულია 10 დემონსტრანტი.
კომენტარები
