ე.წ. ციანიდის საქმეზე ადვოკატი ლილი გელაშვილი დაიკითხა.
ლილი გელაშვილის განცხადებით, მან სასამართლოს ჩვენება მისცა, იმ ინფორმაციის შესახებ რაც ირაკლი მამალაძემ მიაწოდა და რის საფუძველზეც მან მამალაძეს ურჩია, მიემართა პროკურატურისთვის.
”რა ინფორმაციაც გადმომცა ირაკლი მამალაძემ, მაძლევდა საფუძველს მეფიქრა, რომ დანაშაული მზადდებოდა. ამის განცდა რომ არ მქონოდა, არ მოვუწოდებდი პროკურატურისთვის მიემართა”, – განაცხადა გელაშვილმა.
გელაშვილის თქმით, მას მხოლოდ ერთი აუდიომასალა აქვს მოსმენილი, რომელიც გამოძიების დაწყებამდეა ჩაწერილი და ამ აუდიომასალის მიხედვითაც იყო განპირობებული მისი რჩევა ირაკლი მამალაძისადმი, რომ მიემართა პროკურატურისათვის. მისივე თქმით, დეტალებზე ვერ ისაუბრებს, რადგან სასამართლო განხილვა მიმდინარეობს დახურულ რეჟიმში.
კომენტარები