8 მარტს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +4 და ღამით +2 გრადუსია მოსალოდნელი.
ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმიანი ამინდია, დღისით ჰაერი +5 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექი იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +5, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც იწვიმებს, +4 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში თოვლია ნავარაუდევი, დღისით +1 გრადუსი იქნება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში თოვლიანი დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -6 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაში იწვიმებს, დღისით +3 გრადუსი, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში თოვლს ელოდებიან, დღისით +2 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი იქნება.
ბორჯომში თოვაა ნავარაუდები. +3 იქნება დღისით, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით -4 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -8 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმას ელოდებიან გორში, დღისით +4 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში ნალექს პროგნოზირებენ, დღისით ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში თოვლია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში -3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -12 გრადუსი იქნება. ომალოშიც მოთოვს, დღისით -1, ღამით კი -8 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +5 გრადუსი იქნება, ღამით კი 2 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. წვიმიანი დღე იქნება თელავში, +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი 1 გრადუსია ნავარაუდევი.
გურჯაანში უნალექო ამინდია. დღისით 6 გრადუსი, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიანი დღე იქნება, დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიან დღეს ელოდებიან რუსთავში, დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც უნალექო ამინდია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 2 გრადუსი იქნება.
