ვარკეთილის მე-2 მიკრორაიონში, 15-მდე უსახური ავტოფარეხისა და უკანონო ნაგებობის ადგილზე, რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
მისივე განმარტებით, ავტოფარეხებისა და უკანონო ნაგებობების დემონტაჟი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმებით განხორციელდა.
„მწვანე სივრცის მოწყობის სამუშაოები ვარკეთილის მე-4 მიკრორაიონის მეორე რიგის N2-N3 კორპუსების მიმდებარედ, 3 200 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა მოსასვენებელი სივრცე და პავილიონი, ასევე, ბავშვთა გასართობი ადგილი. დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, სამეთვალყურეო ვიდეოკამერები. ტერიტორია აღიჭურვება შესაფერისი ინვენტარით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კომენტარები
