დღეს დილით, დაახლოებით, 08:00 საათზე თბილისში, ორთაჭალაში, რესტორან „ასტორიასთან“ ერთმანეთს BMW-ს მარკის ავტომობილი და ნომერ 161 სამარშრუტო ტაქსი შეეჯახნენ, ავარიის შედეგად სამარშრუტო ტაქსი გადაბრუნდა. რის შედეგადაც 9 ადამიანი დაშავდა.
დაშავებულებიდან 5 თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში მოათავსეს. მათ შორის 3 ქალია და 2 – მამაკაცი. შესაბამისი სამედიცინო დახმარების ჩატარების შემდეგ, 2 მოქალაქე საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. სამედიცინო დაწესებულებაში ამ დრომდე რჩება 3 პაციენტი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
კომენტარები