კირ სტარმერი ბრიტანელების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს, – ასე გამოეხმაურა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აშშ-ისთვის ბრიტანული ბაზებით სარგებლობის ნებართვის შესახებ გავრცელებულ ცნობას.
არაღჩის თქმით, ირანი გამოიყენებს თავდაცვის უფლებას.
„ბრიტანელი ხალხის უმრავლესობას არ სურს არავითარი მონაწილეობა ირანის წინააღმდეგ ისრაელ-ამერიკის ომში. საკუთარი ხალხის იგნორირებით, ბატონი სტარმერი ბრიტანელთა სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს, როდესაც ნებას რთავს აშშ-ს, გაერთიანებული სამეფოს ბაზები გამოიყენოს ირანის წინააღმდეგ აგრესიისთვის“, – აღნიშნავს ირანელი დიპლომატი.
ცნობისთვის, ბრიტანეთმა აშშ-ს ნება დართო, გამოიყენოს მისი სამხედრო ბაზები იმ ირანულ ობიექტებზე დარტყმებისთვის, რომლებსაც ჰორმუზის სრუტე აქვთ მიზანში ამოღებული.
კომენტარები
