აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ერთმანეთს ტელეფონით ესაუბრნენ.
დაუნინგ სტრიტის წარმომადგენლის განცხადებით, ლიდერებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარება და, კერძოდ, ჰორმუზის სრუტის გახსნის აუცილებლობა გლობალური ნაოსნობის აღსადგენად.
„ისინი თანხმდებიან, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნა გადამწყვეტია გლობალურ ენერგო ბაზარზე სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კვლავ მალე დაუკავშირდებიან ერთმანეთს“, – აღნიშნავენ ბრიტანეთის პრემიერის ოფისში.
კომენტარები
