უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, რომ უნგრეთი უკრაინის პრეზიდენტთან, ბრიუსელსა და მის აგენტებთან უკან არ დაიხევს. ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთმა კომუნიზმის დამარცხება შეძლო და ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო ააშენა, რომელიც ზელენსკისა და ბრიუსელის წინააღმდეგობასაც დაძლევს.
„თუ ჩვენ შევძელით კომუნიზმის დამარცხება და საბჭოთა ჯარების სახლში გაგზავნა, თუ შევძელით სამოქალაქო, ეროვნულ და ქრისტიანულ კონსტიტუციაზე დაფუძნებული ქვეყნის აშენება, მაშინ არც ზელენსკისთან, ბრიუსელსა და მის აგენტებთან დავიხევთ უკან“, – წერს ორბანი.
კომენტარები
