ნიუ-იორკში, ლა-გუარდიას აეროპორტში თვითმფრინავის მანქანასთან შეჯახების შედეგად 2 პილოტი დაიღუპა. ინფორმაცია აეროპორტის აღმასრულებელმა დირექტორმა, კეტრინ გარსიამ გაავრცელა.
მან ჟურნალისტებს განუმარტა, რომ Air Canada-ს კუთვნილ Bombardier-ის ტიპის თვითმფრინავის ბორტზე 72 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა. 41 მათგანი, მათ შრის მანქანაში მყოფი აეროპორტის თანამშრომლები, საავადმყოფოში გადაიყვანეს, 32 ადამიანი კი მალევე გაწერეს.
ინციდენტი ნიუ-იორკში ცოტა ხნით ადრე მოხდა.
კომენტარები
