შინაგან საქმეთა სამინისტრო პროსტიტუციისა და სხვა დანაშაულების გამოვლენის, აღკვეთისა და პრევენციის მიზნით ჩატარებულ ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
შსს-ს ცნობით, ამ მიზნით, 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით ჩატარებული პრევენციული მოქმედებების შედეგად, თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე ბარიდან პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გადამოწმებისა და პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით მიიყვანეს: 71 ქართველი და 20 უცხოელი სექსმუშაკი ქალი; ასევე, 56 მამაკაცი, მათ შორის, 15 – ქართველი და 41 უცხოეთის მოქალაქე.
”პროსტიტუციისა და სხვა დანაშაულების გამოვლენის, აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, შს სამინისტრომ განახორციელა რიგი ღონისძიებები, რომლის ფარგლებში, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, 2017 წლის 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით ჩატარებული პრევენციული მოქმედებების შედეგად, თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე ბარიდან პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში გადამოწმებისა და პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით მიიყვანეს: 71 ქართველი და 20 უცხოელი სექსმუშაკი ქალი (სულ – 91 პირი); ასევე, 56 მამაკაცი, მათ შორის, 15 – ქართველი და 41 უცხოეთის მოქალაქე”, – აცხადებენ შსს-ში.
მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 ივნისს, ამავე ღონისძიების დროს, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლის (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადი დაუმორჩილებლობა) საფუძველზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს, რომლებიც წარდგენილნი არიან სასამართლოში.
შსს-ს განცხადებით, აღნიშნული პრევენციული ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.
შსს-მ 5 დღეში ბარებიდან პოლიციის შენობაში გადამოწმებისთვის 71 ქართველი და 20 უცხოელი სექსმუშაკი მიიყვანა
2017/07/05 17:11:35
კომენტარები
ნანახია: 1600 ჯერ