ამერიკაში დაკავებულმა ქართველმა სპორტსმენმა ავთანდილ ხურციძემ, საქართველოში მყოფ მეგობარს წერილი გამოუგზავნა. აღნიშნული წერილი ხურციძის მეგობარმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
“მადლობა ყველა ჩემს გულშემატკივარს თურქეთში, უკრაინაში, ამერიკაში. მე ბედნიერი ვარ ამხელა სიყვარულს და ძალას რომ გამოხატავთ ჩემს მიმართ. არასდროს ვუსურვებდი არავის აქ ჩაჯდომას და არც საკუთარ თავს, მაგრამ მგონი ღირდა იმის ფასად, რომ გამეგო ამხელა სიყვარული და სითბო. ალბათ, აქ ყველაზე ბედნიერი პატიმარი ვარ. ავოიე, ქუთაისი ჩემი გული და სული თქვენ გეკუთვნით. 100 პატიმარი ვარჯიშობს ჩემი შემყურე უკვე ბოქსზე, ჰა ჰა ჰა. ძალიან ბედნიერი ვარ აქ, ამდენ მკვლელებში და ნარკომანებში ერთი უმწიკვლო ბიჭიც ხომ უნდათ, ჰა ჰა ჰა, კი გამოვეცხადე ანჩისხატივით, ჰა ჰა ჰა, აბა მშვიდობით“, – წერს ხურციძე.