18 აპრილს კიევში მომხდარი ტერაქტის დროს პოლიციელების ქმედებების გამო უკრაინის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ევგენი ჟუკოვმა, თანამდებობა დატოვა. პოსტის დატოვების შემდეგ მან განაცხადა, რომ პოლიციელებმა არაპროფესიონალურად იმოქმედეს და მათი საქციელი სამარცხვინო იყო.
ცნობისათვის, პარასკევს უკრაინის დედაქალაქში შეიარაღებულმა მამაკაცმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა. როგორც ირკვევა, ინციდენტისას ორი პოლიციელი ადგილიდან გაიქცა.
კომენტარები
