ბრიტანეთის ოპოზიცია პრემიერ მინისტრის გადადგომას ითხოვს. გამოცემა POLITICO წერს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში გაერთიანებული სამეფოს ელჩად პიტერ მენდელსონის დანიშვნა, შესაძლოა, კირ სტარმერის კარიერისთვის ფატალური დარტყმა აღმოჩნდეს.
გასულ კვირას, ცნობილი გახდა, რომ მენდელსონმა უსაფრთხოების შემოწმება სათანადოდ ვერ გაიარა, თუმცა, ბრიტანეთის საგარეო უწყებამ თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმების ოფიცრების რეკომენდაცია არ გაითვალისწინა.
კირ სტარმერი აცხადებს, რომ ამის შესახებ ინფორმირებული არ იყო, ოპოზიცია კი მას ტყუილში ადანაშაულებს. მენდელსონის სკანდალთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხის გაცემა პრემიერ მინისტრს თემთა პალატაში დღეს მოუწევს.
კომენტარები
