მილიარდერი და პლატფორმა „იქსის“ მფლობელი ილონ მასკი დღეს უნდა გამოცხადდეს საფრანგეთის პროკურატურაში დაკითხვაზე.
„როიტერის“ ცნობით, საქმე მასკის პლატფორმებზე ალგორითმების შესაძლო მიკერძოებას ეხება.
ამ ეტაპზე უცნობია, დაესწრება თუ არა მასკი დაკითხვას.
ამერიკელი მილიარდერი საფრანგეთის პროკურატურაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც თებერვალში პარიზის პროკურატურის კიბერდანაშაულის განყოფილებამ „იქსის“ ოფისში ჩხრეკა ჩაატარა.
გამოძიება, რომელიც თავდაპირველად მონაცემებთან დაკავშირებულ თაღლითობას ეხებოდა, მოგვიანებით გაფართოვდა. მას დაემატა ბრალდებები ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებაში თანამონაწილეობასა და რეალური ადამიანების გამოსახულებით შიშველი ყალბი ფოტოების შექმნაში.
ივლისში მასკმა უარყო ბრალდებები და გამოძიებას „პოლიტიკურად მოტივირებული“ უწოდა.
კომენტარები
