ორ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, რომლებიც ინფორმირებულნი არიან დაგეგმილი ვიზიტის შესახებ, ირანის დელეგაცია სამშაბათს ისლამაბადში აშშ-თან მოსალაპარაკებლად გამგზავრებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.
ოფიციალური პირების განცხადებით, მოლაპარაკებების ხელმძღვანელი, გავლენიანი პოლიტიკური და სამხედრო ფიგურა მუჰამედ ბაღერ გალიბაფი შეხვედრას იმ შემთხვევაში დაესწრება, თუ მასში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსიც მიიღებს მონაწილეობას.
ვენსის გამგზავრება ვაშინგტონიდან პაკისტანის მიმართულებით სამშაბათს არის დაგეგმილი.
ხანგრძლივი ფრენის გათვალისწინებით, ირანის დელეგაციას საკმარისი დრო ექნება თეირანიდან ისლამაბადში ჩასასვლელად.
კომენტარები
