რუსეთთან სომხეთის ურთიერთობები კონსტრუქციული ტრანსფორმაციის ფაზაში იმყოფება, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა მმართველი პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულების“ წინასაარჩევნო პროგრამის წარდგენისას.
„სომხეთი რუსეთთან ურთიერთხელსაყრელ კონსტრუქციულ ურთიერთობებს განავითარებს. კვლავ ვამბობ – რთულია რუსეთთან ჩვენი ურთიერთობების მნიშვნელობის გადაფასება. ასევე მსურს განვმარტო, რას ვგულისხმობ კონსტრუქციულ ტრანსფორმაციაში. არსებითად, რუსეთთან ჩვენი ურთიერთობები მთლიანად ყარაბაღის მოძრაობის პირობებში აიგო. ახლა, როდესაც ყარაბაღის მოძრაობას აღარ ვაგრძელებთ, როდესაც მშვიდობაა დამყარებული და კონფლიქტი დასრულებულია, ბუნებრივია, ურთიერთობები უნდა მოერგოს და განვითარდეს ამ ახალი ლოგიკით. მარტივ რამეს ვიტყვი: წარსულში, კონფლიქტის პირობებში, ჩვენ რუსეთთან სარკინიგზო მიმოსვლა არასდროს გვქონია, ახლა კი გვაქვს. იქონიებს ეს გავლენას ჩვენს ურთიერთობებზე? ცალსახად. იქნება ეს გავლენა კონსტრუქციული? ცალსახად. სწორედ ამ ლოგიკით გავაგრძელებთ ჩვენს გზას. რუსეთთან ჩვენს ურთიერთობებში პრობლემების შექმნის ყველა მცდელობა. ამასთან, სომხური ბევრი ძალა ცდილობს ჩვენს ურთიერთობებში კრიზისების პროვოცირებას. ჩვენ ამის უფლებას არ მოგცემთ და ყველა ძალისხმევას მივმართავთ რუსეთთან ჩვენი კონსტრუქციული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის. ნიუანსი იმაში მდგომარეობს, რომ ეს უნდა მოხდეს დაბალანსებული და გაწონასწორებული საგარეო პოლიტიკის ფორმულების ფარგლებში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
