აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ირანთან ცეცხლის შეწყვეტის მოქმედების ვადის გაგრძელება არ სურს.
როგორც თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, აშშ-ს მოლაპარაკებებზე ძლიერი პოზიციები აქვს, რაც, საბოლოო ჯამში, მას სასარგებლო გარიგების დადების საშუალებას მისცემს.
„არ მსურს ამის გაკეთება. დიდი დრო არ გვაქვს“, – განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, აპირებს, თუ არა ზავის გაგრძელებას.
კომენტარები
