სადახლოსა და სარფში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.
3 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და „სადახლო-საავტომობილო“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერებისას, არადეკლარირებული სიგარეტი (ჯამში 26,300 ღერი) აღმოაჩინეს.
”საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ არადეკლარირებული საქონელი, სატრანსპორტო საშუალება და შეეფარდათ ფულადი ჯარიმა ათას-ათასი ლარის ოდენობით”, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
კომენტარები