ოთარ აბესაძის ადვოკატის ირმა ჭკადუას განცხადებით, დაკავებული ბრალს აღიარებს. ირმა ჭკადუა მისი დაცვიქვეშ მყოფთან იმყოფებოდა, მან სუს-ის შენობა რამდენიმე წუთის წინ დატოვა:
“ოთარ აბესაძე ბრალს აღიარებს. დაკავებული თავს ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად გრძნობს, გამომდინარე აქედან, ჩვენ ძალიან დიდი ხანიც ვერ ვისაუბრეთ მასთან. მას სჭირდება ცოტა ხანი დამშვიდება, ჩვენ მოგვიანებით კიდევ მოვინახულებთ და მასთან შევაჯერებთ იმას, თუ რა კომენტარი უნდა გავაკეთოთ”, – განაცხადა ჭკადუამ.
კომენტარები