ნარკოდანაშაულში ბრალდებული დავით ხარშილაძე 15 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გათავისუფლდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ, აღკვეთის გადასინჯვის გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე საკუთარი ინიციატივით მიიღო. დაცვის მხარემ სასამართლოს ამის შემდეგ 15000-ლარიანი გირაო შესთავაზა.
ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილს, დავით ხარშილაძეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, 15 ათას ლარიანი გირაოთი შეუცვალა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
ხარშილაძეს ასევე დაევალა სასამართლოსთვის პირადობის მოწმობისა და პასპორტის ჩაბარება.
კომენტარები