შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე დღეს დაგეგმილი „ქართული მარშის“ დროს უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იქნება დაცული.
„პოლიცია დაიცავს მართლწესრიგს და იმოქმედებს კანონის ფარგლებში. მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი უსაფრთხოების ზომები“, – განაცხადეს უწყებაში.
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე დღეს ”ქართველთა მარში” დღეს 20:00 საათზე გაიმართება. აქცია-მსვლელობა აღმაშენებლის გამზირზე, #24-ე სკოლისა და რკინიგზელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყება და მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდება.
კომენტარები