გრენლანდიაში აშშ-ის მიერ ახალი საკონსულოს გახსნას ადგილობრივების პროტესტი მოჰყვა.
როგორც „როიტერი” წერს, საკონსულოს გახსნა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის არქტიკულ კუნძულზე გავლენის გაზრდის ამბიციის შედეგია, რასაც, ადგილობივებთან ერთად, პროტესტი გრენლანდიის მთავრობის წევრებმაც გამოუცხადეს და საკონსულოს გახსნის ცერემონიაზე არ მივიდნენ.
როგორც ცნობილია, ქალაქ ნუუკში ახალი საკონსულოს გახსნას არ დაესწრო გრენლანდიის პრემიერ-მინისტრი იენს-ფრედერიკ ნილსენიც.
მედიის ცნობით, საკონსულოს წინ რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. მათ ხელში ეკავათ კუნძულის დროშა და პლაკატები წარწერით: „აშშ, შეჩერდი“, „არა ნიშნავს არას“ და სკანდირებდნენ: „გრენლანდია გრენლანდიელებს ეკუთვნის“ .
ახალი საკონსულოს გახსნას ეხმაურებიან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში. მათი თქმით, ახალი საკონსულო უფრო დიდ ტერიტორიაზეა განთავსებული და გრენლანდიაში აშშ-ის დიპლომატიური ჩართულობისთვის „შესანიშნავ სივრცეს წარმოადგენს“.
