პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ოპოზიციურ ალიანსში არსებული დაპირისპირება შეაფასა და აღნიშნა, რომ მათი დაპირისპირება ბუნებრვია.
ზარქუას თქმით, გიორგი ვაშაძეს ლიდერის მანტია აქვს მორგებული, რასაც თამარ ჩერგოლეიშვილი “არ გაუტარებს”.
“გააერთიანეს ეს “კარენნოი ნაცმოძრაობა” და “ნეო ნაცები” და დაირქვეს ვითომ ალიანსი. ბუნებრივია, თავიანთი პირობითი მოღვაწეობის დროს ერთმანეთს “კბენენ”. შეუძლებელია ჩერგო დარჩეს ისე, რომ ვიღაცას არ გაკრას. ზოგჯერ სამართლიანად სხვათა შორის, ესეც მინდა აღვნიშნო. ახლა ვაშაძემ რა უნდა ქნას? თავი უნდა დაიცვას და ლიდერის მანტია მოისხას. ამას აკეთებს და ამას გაუტარებს ჩერგო? არა. ორივეს არ უტარებს მათ ბელადი, რომელიც მოძღვრავს მას და არიან ამ აურზაურში. ბუნებრივია, ამათი დალაგებული ქვეყანა არ გაიშვას”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
შეგახსენებთ, ოპოზიციურ ალიანსში მორიგი განხეთქილებაა. ამჯერად ერთმანეთს გიორგი ვაშაძე და თამარ ჩერგოლეიშვილი დაუპირისპირდნენ. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მათ მხარდამჭერ არხებზე საეთერო დროის გადანაწილებაზე დაობენ და ერთმანეთის მისამართით უცენზურო გამონათქვამებსაც არ იშურებენ.
