უნგრეთში, ერთ-ერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ძლიერი აფეთქება მოხდა, დაღუპულია ერთი ადამიანი, არიან დაშავებულები. ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი სოციალურ ქსელში წერს.
მადიარის ცნობით, შემთხვევა უნგრეთის ქალაქ ტისაუივაროშში მოხდა. ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კი კომპანია MOL-ს ეკუთვნის.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დაშავდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
მადიარის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ ენერგეტიკის მინისტრი იშტვან კაპიტანი და კომპანია MOL-ის გენერალური დირექტორი ჟოლტ ჰერნადი, რათა გაეცნონ ვითარებას და კოორდინაცია გაუწიონ შესაბამის სამუშაოებს.
აფეთქების გამომწვევ მიზეზებზე ოფიციალური ინფორმაცია ამ დროისთვის არ გავრცელებულა.
