აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს ამერიკასთან შეთანხმების მიღწევა სურს.
საკუთარ გამოსვლაში ტრამპმა ჩინეთში მისი ბოლო ვიზიტიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ სი ძინპინთან საუბრისას აშშ-ის სამხედრო ძლიერებას გაუსვა ხაზი.
„ჩინეთის პრეზიდენტს ვუთხარი, რომ ამერიკას მსოფლიოში უძლიერესი არმია ჰყავს. მან ეს არ უარყო“, – განაცხადა ტრამპმა.
ამის შემდეგ პრეზიდენტი ირანის საკითხს შეეხო და ვაშინგტონის მიერ გატარებული მკაცრი პოლიტიკის შედეგებზე ისაუბრა.
„ხედავთ, რა დავმართეთ ირანს? ირანი ყველაფერს აკეთებს, რომ როგორმე შეთანხმებას მიაღწიოს. ვნახოთ, რა მოხდება, თუმცა ჩვენ მათ ძალიან ძლიერად დავარტყით. სხვა არჩევანი უბრალოდ არ გვქონდა, რადგან ირანს ბირთვული იარაღი არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჰქონდეს“, – დასძინა მან.
კომენტარები
