აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან კონფლიქტი „მალე დასრულდება“.
„ჩვენ ისინი შევაჩერეთ“, – განაცხადა ტრამპმა. – „მათ არასოდეს ექნებათ ბირთვული იარაღი. ამ საკითხს მალე მოვაგვარებთ. ყველაფერი მალე დასრულდება“.
აშშ-თან არსებულ ზოგიერთ უთანხმოებაზე პროგრესი მიღწეულია, თუმცა შეთანხმებას ხელი მხოლოდ მას შემდეგ მოეწერება, რაც ყველა საკითხი გადაიჭრება – აცხადებს ირანის მომლაპარაკებელ ჯგუფთან დაახლოებული წყარო საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმთან“ საუბარში.
წყაროს თქმით, მოლაპარაკებები გრძელდება და ამ ეტაპზე მთავარი აქცენტი ომის დასრულებაზე კეთდება, სანამ სხვა საკითხების განხილვა დაიწყება.
კომენტარები
