ამერიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა, რომელიც წარსულში დონალდ ტრამპის მწვავე ოპონენტი, ამჟამად კი მისი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მიანიშნა, რომ კუბის კომუნისტური მთავრობის დასამხობად აშშ-ის სამხედრო თავდასხმა, შესაძლოა, გარდაუვალი იყოს.
„მჯერა, რომ კომუნიზმის მარწუხებისგან კუბის საოცარი ხალხის გათავისუფლება ახლოსაა“, – დაწერა გრემმა საკუთარ გვერდზე.
პოსტი სენატორმა ცნობილი ფრაზით – „Cuba Libre“ (თავისუფალი კუბა) – დაასრულა.
კომენტარები
