ტულსი გაბარდის გადადგომის შემდეგ აშშ-ის ეროვნულ დაზვერვას ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილი ოფიცერი აარონ ლუკასი უხელმძღვანელებს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
როგორც სააგენტო აღნიშნავს, ლუკასი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მომხრეა და მის შეხედულებებს იზიარებს, განსაკუთრებით იმას, რომ ქვეყნის სადაზვერვო სააგენტოები „პოლიტიკური კორექტულობით დაავადდნენ“.
Bloomberg-ის ინფორმაციით, გასულ წელს, როცა გაბარდს აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ამტკიცებდნენ, ლუკასმა კონგრესში განაცხადა, რომ ამერიკული სადაზვერვო საზოგადოება, რომელიც 18 უწყებას აერთიანებს, გახდა „მიზნის არმქონე, გაბერილი, გაურისკავი და ხშირ შემთხვევაში ძირითად მიზნებსა და ამოცანებს ასცდა“.
ცნობისთვის, გაბარდმა ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელის თანამდებობა გუშინ დატოვა. გადადგომის მთავარ მიზეზად გაბარდის მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება.
