კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და უგანდაში, ებოლას 263 დადასტურებული შემთხვევა აღირიცხა. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ებოლას იშვიათ შტამ „ბუნდიბუგიოს,“ ამ დროისთვის სულ მცირე, 43 ადამიანი ემსხვერპლა.
სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ებოლას ორ სავარაუდო შემთხვევას იძიებენ ბრაზილიაშიც.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და უგანდაში ებოლას გავრცელების გამო, საერთაშორისო მასშტაბის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
კომენტარები
