პოლონეთში, სოფელ ბალცარჟოვიცეში მომხდარი ტორნადოს შედეგად 18 შენობა დაზიანდა, რომელთაგან 11 საცხოვრებელი სახლია.
მეტეოროლოგიისა და წყლის მენეჯმენტის ინსტიტუტმა აღნიშნა, რომ ტორნადომ ნაგებობებსა და ხეებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
ინსტიტუტში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ოპოლეს რეგიონში დაფიქსირებული ნგრევა „ჭექა-ქუხილთან დაკავშირებული ძლიერი მბრუნავი აღმავალი ნაკადის გავლენაზე“ მიუთითებს. სტიქიური მოვლენის შედეგად არავინ დაშავებულა.
კომენტარები
